Tuesday, March 17, 2015

1.  პროექტის სათაური: ,,ჩამოვუქროლებ ჩემს საქართველოს’’
2.  პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობა: ესთეტიკის კათედრის მიერ პირველ სემესტრში ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსწავლეები ნაკლებად იცნობენ საქართველოს კუთხეების კულტერასა და წეს-ჩვეულებებს, მათში გავრცელებულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს და იმას თუ რამ გამოიწვია ასეთ პატარა ქვეყანაში სიმღერების მრავალფეროვნება.
კათედრის სხდომაზე დაისვა ეს საკითხი და კვლევის შედეგებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ მოგვემზადებინა პროექტ-გაკვეთილი, რომელიც გადაჭრიდა ამ პრობლემას. მოწვეული იქნებოდნენ ადგილობრივი რაიონის ხალხური სიმღერისა და ფოლკლორის გუნდი და თემის წარმომადგენლები.
3.  მიზანი: ე.ს.გ-დან გამომდინარე
-მოსწალეს შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურული და სახეობრივი მხარეების დახასიათება ;
-მოსწავლე აცნობიერებს მუსიკის როლს საზოგადოების ცხოვრებაში;

-მოსწავლემ გააცნობიეროს, საქართველოს კითხეების მუსიკის როლი საზოგადოების ცხოვრებაში.
 -შეძლოს მუსიკალური ნაწარმოებების სტრუქტურული და სახეობრივი მხარეების დახასიათება საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მიხედვით.
4. ამოცანები:
-მოსწავლეები დავაჯგუფოთ საქართველოს კუთხეების მიხედვით;
 -ყველა ჯგუფს დაევალოს თავისი კუთხის შესაბამისი გეოგრაფიული მდებარეობის დადგენა და მათთვის დამახასიათებელი მუსიკალური ინსტრუმენთების  და სიმღერების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
 -თვითეულმა ჯგუფმა გააკეთოს სლაიდ-შოუ  კუთხური ღირსშესანიშნაობების და ისტორიული ძეგლების შესახებ;
 -ყოველი კვირის ბოლოს ხდებოდეს ჯგუფების მონიტორინგი.
 -თვის ბოლო კვირას მოხდეს მოძიებული ინფორმაციების შეჯამება;
 -თვის ბოლოს გაკეთდეს შეჯამებული მასალების პრეზენტაცია კულტურულ-მასობრივი ღონისძიების სახით;

5.პროექტის რესურსები:
სახელმძღვანელოები, კალმები, ფანქრები, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, მარკერები, პროექტორი, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, ფანდური, დოლი, გიტარა, აუდიო მუსიკა(ფონოგრამიშთვის), პიანინო, მიკროფონი, მუსიკალური ცენტრი.







6. პროექტის შესრულების განრიგი:
3-7
10-14
17-21
28
1





2





3




4





5




6




7




7. მოსალოდნელი შედეგები:
-შეძლებენ მსჯელობას ქართული ხალხური სიმღერის მახასიათებლებზე(დიალექტი, ჟანრი, თემატიკა, შემსრულებელთა შემადგენლობა;
-ისაუბრებენ მუსიკალური ინსტრუმენტების განვითარებაზე საქართველოს კუთხეების მიხედვით;
-მუსიკის როლზე საქართველოს კუთხეების მიხედვით ხელოვნების სხვა დარგებში;
-გააცნობიერებენ თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენას მუსიკალურ ხელოვნებაზე.
-მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობის და საკომუნიკაციო უნარები.
8. შეფასება და თვითშეფასება:
-ვაფასებ მოქნილობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის და კონფლიქტების მოგვარების უნარს.
-მოსწავლეებთან  შეხვედრის დროს დავაწერინებ დღის პროტოკოლს;
-საბოლოო შეფასებისათვის გამოვიყენებ პროექტის შეფასების კითხვარს, რომლის შედეგადაც გამოვლინდება მოსწავლეთა დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ.






No comments:

Post a Comment