2. პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობა: ესთეტიკის
კათედრის მიერ პირველ სემესტრში ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსწავლეები
ნაკლებად იცნობენ საქართველოს კუთხეების კულტერასა და წეს-ჩვეულებებს, მათში გავრცელებულ
მუსიკალურ ინსტრუმენტებს და იმას თუ რამ გამოიწვია ასეთ პატარა ქვეყანაში სიმღერების
მრავალფეროვნება.
კათედრის
სხდომაზე დაისვა ეს საკითხი და კვლევის შედეგებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ მოგვემზადებინა
პროექტ-გაკვეთილი, რომელიც გადაჭრიდა ამ პრობლემას. მოწვეული იქნებოდნენ ადგილობრივი
რაიონის ხალხური სიმღერისა და ფოლკლორის გუნდი და თემის წარმომადგენლები.
3. მიზანი: ე.ს.გ-დან გამომდინარე
-მოსწალეს შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურული და სახეობრივი
მხარეების დახასიათება ;
-მოსწავლემ
გააცნობიეროს, საქართველოს კითხეების მუსიკის როლი საზოგადოების ცხოვრებაში.
-შეძლოს მუსიკალური ნაწარმოებების სტრუქტურული და
სახეობრივი მხარეების დახასიათება საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მიხედვით.
4. ამოცანები:
-მოსწავლეები
დავაჯგუფოთ საქართველოს კუთხეების მიხედვით;
-ყველა ჯგუფს დაევალოს თავისი კუთხის შესაბამისი
გეოგრაფიული მდებარეობის დადგენა და მათთვის დამახასიათებელი მუსიკალური ინსტრუმენთების და სიმღერების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
-თვითეულმა ჯგუფმა გააკეთოს სლაიდ-შოუ კუთხური ღირსშესანიშნაობების და ისტორიული ძეგლების
შესახებ;
-ყოველი კვირის ბოლოს ხდებოდეს ჯგუფების მონიტორინგი.
-თვის ბოლო კვირას მოხდეს მოძიებული ინფორმაციების
შეჯამება;
-თვის ბოლოს გაკეთდეს შეჯამებული მასალების პრეზენტაცია
კულტურულ-მასობრივი ღონისძიების სახით;
5.პროექტის
რესურსები:
სახელმძღვანელოები,
კალმები, ფანქრები, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, მარკერები, პროექტორი, ინტერნეტში
ჩართული კომპიუტერი, ფანდური, დოლი, გიტარა, აუდიო მუსიკა(ფონოგრამიშთვის), პიანინო,
მიკროფონი, მუსიკალური ცენტრი.
6. პროექტის
შესრულების განრიგი:
№
|
3-7
|
10-14
|
17-21
|
28
|
|
1
|
|||||
2
|
|||||
3
|
|||||
4
|
|||||
5
|
|||||
6
|
|||||
7
|
7. მოსალოდნელი
შედეგები:
-შეძლებენ
მსჯელობას ქართული ხალხური სიმღერის მახასიათებლებზე(დიალექტი, ჟანრი, თემატიკა, შემსრულებელთა
შემადგენლობა;
-ისაუბრებენ
მუსიკალური ინსტრუმენტების განვითარებაზე საქართველოს კუთხეების მიხედვით;
-მუსიკის
როლზე საქართველოს კუთხეების მიხედვით ხელოვნების სხვა დარგებში;
-გააცნობიერებენ
თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენას მუსიკალურ ხელოვნებაზე.
-მოსწავლეებს
ჩამოუყალიბდებათ კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობის და საკომუნიკაციო უნარები.
8. შეფასება
და თვითშეფასება:
-ვაფასებ
მოქნილობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის და კონფლიქტების მოგვარების უნარს.
-მოსწავლეებთან შეხვედრის დროს დავაწერინებ დღის პროტოკოლს;
-საბოლოო
შეფასებისათვის გამოვიყენებ პროექტის შეფასების კითხვარს, რომლის შედეგადაც გამოვლინდება
მოსწავლეთა დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ.