Sunday, June 22, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის ბოლო დღემ საინტერესოდ ჩაიარა. ყველამ სათითაოდ გავაკეთეთ პრეზენტაციები, ერთიმეორისაგან ბევრი საინტერესო ინფორმაცია შევიტყვეთ, რომელსაც სკოლაში გამოვიყენებთ.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს  მაია ჯოხაძეს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისათვის. მისმა მუშაობამ  მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა, ვინაიდან ბევრი რამე შეგვასწავლა მოკლე დროში.

Saturday, June 21, 2014

მერვე დღის რეფლექსია

1. გავაკეთეთ ფასილიტაციის კითხვარი ვორდში და ავტვირთეთ ბლოგსა და დრაივზე.
2. გავიმეორეთ მეორე დონის საკითხი და ბლოგის დიზაინი შევცვალეთ.
3. გადავხედეთ კოლეგის ერთ ნამუშევარს თუ რომელ საქაღალდეში რა უნდა გვქონოდა მოთავსებული.
4. ვისწავლეთ ლინკით პრეზენტაციის მართვა.


Sunday, June 8, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

1. ვიმუშავეთ პრეზენტაციის შექმნაზე მაგალითების საშუალებით;
2. დავიყავით 3 ჯგუფად და ვიმუშავეთ შემდეგ თემაზე: ,,ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს''.
3. პროექტის ნიმუშები შევინახეთ ბლოგში და დავამახსოვრებინე.

Sunday, June 1, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

1. ვისწავლეთ პოვერ-პოინტში მოსწავლის სახელით  პრეზენტაციის გაკეთება და ბლოგში მისი შენახვა. გუგლიდან საავტორო უფლებების გადმოწერა და პოვერ-პოვენტში ჩასმა
2. ვიმუშავეთ გაზიარებულ დოკუმენტზე.
3. დრაივში ინტერნეტიდან გადმოწერილი მასალის დამატება.
4. დავალება შემდეგი მეცადინეობისათვის: ყველას ბლოგზე უნდა გავუკეთოთ 3 კომენტარი.