Sunday, June 22, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის ბოლო დღემ საინტერესოდ ჩაიარა. ყველამ სათითაოდ გავაკეთეთ პრეზენტაციები, ერთიმეორისაგან ბევრი საინტერესო ინფორმაცია შევიტყვეთ, რომელსაც სკოლაში გამოვიყენებთ.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს  მაია ჯოხაძეს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისათვის. მისმა მუშაობამ  მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა, ვინაიდან ბევრი რამე შეგვასწავლა მოკლე დროში.

Saturday, June 21, 2014

მერვე დღის რეფლექსია

1. გავაკეთეთ ფასილიტაციის კითხვარი ვორდში და ავტვირთეთ ბლოგსა და დრაივზე.
2. გავიმეორეთ მეორე დონის საკითხი და ბლოგის დიზაინი შევცვალეთ.
3. გადავხედეთ კოლეგის ერთ ნამუშევარს თუ რომელ საქაღალდეში რა უნდა გვქონოდა მოთავსებული.
4. ვისწავლეთ ლინკით პრეზენტაციის მართვა.


Sunday, June 8, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

1. ვიმუშავეთ პრეზენტაციის შექმნაზე მაგალითების საშუალებით;
2. დავიყავით 3 ჯგუფად და ვიმუშავეთ შემდეგ თემაზე: ,,ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს''.
3. პროექტის ნიმუშები შევინახეთ ბლოგში და დავამახსოვრებინე.

Sunday, June 1, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

1. ვისწავლეთ პოვერ-პოინტში მოსწავლის სახელით  პრეზენტაციის გაკეთება და ბლოგში მისი შენახვა. გუგლიდან საავტორო უფლებების გადმოწერა და პოვერ-პოვენტში ჩასმა
2. ვიმუშავეთ გაზიარებულ დოკუმენტზე.
3. დრაივში ინტერნეტიდან გადმოწერილი მასალის დამატება.
4. დავალება შემდეგი მეცადინეობისათვის: ყველას ბლოგზე უნდა გავუკეთოთ 3 კომენტარი.

Monday, May 26, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

პირველ რიგში გავეცანით საშინაო დავალებებს პროექტის გეგმებთან დაკავშირებით.
განვიხილეთ 2 მასწავლებლის ნამუშევარს.
ვისაუბრეთ ზოგად, თემატურ და შინარსობრივ კითხვებზე.
ინტერნეტის დაგვიანების გამო გვიან დავიწყეთ კომპიუტერთან მუშაობა, მაგრამ მიუხედავად ამისა ვისწავლეთ  ბლოგში კითხვებზე კომენტარების გაკეთება და გამოქვეყნება.
დავალება მოგვეცა კომენტარების გაკეთება 3 თანამშრომელზე და მეორე მოდულის წაკითხვა.
აქედან გამომდინარე მივიჩნევ რომ ტრენინგმა ჩემვის წარმატებით ჩაიარა .

მიმართულების მიმცემი საკვანზო კითხვები

ზოგადი კითხვა: რა გვილამაზებს ცხოვრებას?
თემატური კითხვა:
1.      გილამაზებთ კი ცხოვრებას მუსიკა ან სიმღერა და ცეკვა ?
2.      როგორი ჟანრის მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

შინაარსობრივი კითხვა:
1.       სად იყენბთ მუსიკას?
2.      შრომის დროს თუ მღერიხართ?

3.      სწავლის დროს თუ უსმენთ პარალელურად მუსიკას?


Sunday, May 11, 2014

მესამე დღე რეფლექსია

1. ვიმუშავეთ ,,სასიგნალო ბუკლეტის''  შექმნა-შენახვაზე.
2. გავეცანით მეორე მოდულს და მასში შტანილი ,,21 საუკუნის უნარ-ჩვევები და შესაბამისი ლექსიკა'',  ,,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები'' ,,ეროვნული სტანდარტი ჩვენს საგანში'' გადმოვიტანეთ და შევინახეთ საქაღალდეში ----,,კურსის რესურსები''  რომელთაც შემდეგი მოდულებისათვის გამოვიყენებთ.
3. დრაივზე გადავიტანეთ ჩვენი საქაღალდე, რომელიც დ-დისკზე გვქონდა შენახული.

Saturday, May 10, 2014

მეორე დღის რეფლექსია

დღევანდელმა დღემ, მიუხედავად იმისა რომ ელექტრო ენერგია გამოირთო, წარმატებულად ჩაიარა.  ჯგუფური მუშაობით 3 პროექტი განვიხილეთ, რომელიც კომპიუტერის ჩართვის შემდეგ  ელექტრონულად გაგვაცნო ტრენერმა. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღის მუშაობით.

პირველი დღის რეფლექსია

  მოლოდინი მქონდა, რომ ჩემ ცოდნასთან შედარებით მეტ ინფორმაციას მივიღებდი ტექნიკის საგაკვეთილო პროცესში გამოყენებასთან დაკავშირებით. მოლოდინმა გაამართლა. დიდი მადლობა.